
ჩეჩნეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკაში მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება 80-116 დარტყმას წუთში. გამოცემა “მედუზას” თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება შეთანხმებულია ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან. გადაწყვეტილება კრძალავს ძალიან ნელ და სწრაფ ტემპში შესრულებულ სიმღერებს. მაგალითად ამ ლიმიტს ქვემოთ ექცევა რუსეთის ეროვნული ჰიმნი, სადაც წუტში 76 დარტყმაა, ხოლო ლევ ლევაშენკოს “გამარჯვების დღე” კი ლიმიტს ზემოთაა.