მკვლელობა სამტრედიაში | სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ქალი პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა სამტრედიაში -  სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მათ მტკიცებით, შესაძლებელი იყო ქალის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. 

"აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ვითხოვდით, რომ ნატო ხელაძის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთ ღონისძიება. სამწუხაროდ, ნატო ხელაძის საქმეს დაემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილება და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და დატოვა პატიმრობაში", - ამბობს ხელაძის ადვოკატი.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა,თუმცა   ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა, თუმცა პროკურატურის ინფორმაციიით, საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ "მეუღლის ძმამ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით დაზიანებები მიაყენა".

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი