"ჰავანას სინდრომი" | რუსების სპეცოპერაციები და კრემლის აგენტები საქართველოში

გამოქვეყნდა:

ის რომ საქართველო რუსული სპეცსამსახურებისთვის ინტერესის აქტიური ზონაა, არავისთვისაა ახალი. მაგრამ ახლა, დასავლური მედიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით პირველად, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გაჩნდა - რომ საქართველოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოდის გრუ-ს სპეციალური დანაყოფი, რომელსაც მხოლოდ ადამიანების ლიკვიდაცია, მოწამვლა და განეიტრალება ევალება და ჩვენს ტერიტორიაზე ატარებს კონკრეტულ ოპერაციებს, წამლავს კონკრეტულ ადამიანებს... 

მიზანში ამჯერად ამერიკელი დიპლომატის ოჯახი, თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და რუსი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ცხადია, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვიჩნდება ლოგიკური კითხვა - სად არის ამ დროს ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? გვიცავს ვინმე საერთოდ თუ სუს-ის ერთადერთი ფუნქცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების თვალთვალია?

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ თემაზე საერთოდ დუმილს ამჯობინებს, და იგივეს აკეთებს სუსიცა და პროკურატურაც. რეალობა კი, შესაძლოა, იმაზე მძიმე იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.  გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, ვარაუდობენ, რომ საქართველოში შემოსული რუსი ქილერების შესახებ სასაზღვრო ჩანაწერები განგებაა წაშლილი. ან მათ ადგილზე ვიღაც მფარველობს და ეხმარება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი