
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები ხელისუფლების პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხევას ცდილობდნენ. როგორც თავად აქტივისტები ყვებიან, ამ დროს მათთან "პლეხანოველების" სახელით რამდენიმე პირი მივიდა, ბანერების ჩამოხევა დაუშალა და თქვა, რომ ისინი ამ ყველაფერს ეთანხმებოდნენ. მათივე თქმით, ამ პირებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე პირი ტერიტორიას განარიდა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია და მათ დაზუსტებას შსს-ში ვცდილობთ.