უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 24 "შაჰიდიდან" 17 გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 24 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 17 გაანადგურეს.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 17 დრონი გაანადგურეს," - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთთან 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება.

"მტერმა, საერთო ჯამში, 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 108-ჯერ დაარტყა," - ამბობს გენშტაბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი