რის საფუძველზე შეჩერდა მოსამართლეების დეკლარაციების შემოწმება, მოგვაწოდეთ სარჩელები | დეკანოიძე ანტიკორუფციულს

გამოქვეყნდა:

"ევროოპტიმისტების" წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მოსამართლეების სარჩელები, რომლებითაც მათ სასამართლოს მიმართეს და დეკლარაციების შემოწმების პროცესი შეაჩერეს.

"როდესაც ჩვენ დღეს გვაქვს რუსული კანონმდებლობა დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, გამჭვირვალობის საფუძვლით, მე მაინტერესებს კითხვებზე პასუხი ანტიკორუფციული ბიუროსგან. პირველი, მოგვაწოდონ და მიაწოდონ საზოგადოებას, მოსამართლეთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელები. ის სარჩელები, რომლის საფუძველზეც, მათ აღარ ეძლევათ უფლება, რომ დეკლარაციები შეამოწმონ 4 მოსამართლის. მათ შორის, ჩინჩალაძის და მურუსიძის. საზოგადოებას და მედიას მიაწოდონ ანტიკორუფციული ბიუროს საჯარო პასუხი და განმარტება ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ, რის საფუძველზე, რა განჩინების საფუძველზე შეჩერდა დეკლარაციების შემოწმება ამ მოსამართლეების. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვაკეთებდეთ ყველაფერს ევროკავშირში შესასვლელად და იცით, რომ დეკემბერში ჩვენ უნდა გაგვეხსნას მოლაპარაკებები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სრულ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის",- ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ 4-მა მოსმართლემ (მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ) სასამართლოს მეშვეობით, მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი