"ბიუროზე დარეგისტრირებაც კი ქვეყნის კონსტიტუციის ღალატია" | რუსული კანონის განხილვა ხმაურით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბიუროს სხდომაზე "ქართული ოცნების" რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პროექტი დღესვე უნდა დარეგისტრირდეს. კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.განხილვა კი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

"მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციის გატარებაც კი საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ამ განმარტებით ბარათში წერია ტყუილები. წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება თურმე ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია. მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელზეც მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და რუსული. ხელთ მაქვს ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი. ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი. " განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარალელურად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი