საჯარო რეესტრმა პრორუსული დაჯგუფების, „ალტ ინფოს" პარტია გააუქმა

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრმა ძალადობრივ, პრორუსულ „ალტ ინფოს” პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა.

გადაწყვეტილება 8 აპრილით თარიღდება და რეესტრში უკვე ასახულია

გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.  

საჯარო რეესტრი სამართლებრივ დასაბუთებად ყრილობის წესდების წარუდგენლობას ასახელებს:

"2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა.  

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ #P21000039/0-1 (07/12/2021) გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე." განმარტავს რეესტრი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ალტ ინფო" 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში გაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი