
ლიეტუვაში გერმანელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფი ჩავიდა. ისინი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივად განლაგდებიან.
ცნობილია, რომ 20-მდე თანამშრომლით დაკომპლექტებული წინასწარი გუნდი ბაზის მოწყობას დაიწყებს. მათ საბოლოოდ, დაახლოებით 4 800 გერმანელი ჯარისკაცი შეუერთდება. ბრიგადა, რომელსაც "პანცერბრიგადა 45" ეწოდება, სრულად 2027 წლისთვის ამოქმედდება.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მუდმივად განვათავსეთ ასეთი დანაყოფი გერმანიის გარეთ... ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის ადგილზე...
ლიეტუვის მხრიდან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიგადა აღიჭურვოს, რადგან ის თავიდანვე უნდა აღიჭურვოს," - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
მანამდე გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ბაზა რუსეთის შემდგომი თავდასხმების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.