არა რუსულ კანონს! | პროტესტი, წინააღმდეგობა და აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოება კონსოლიდირებას და საპროტესტო აქციებს იწყებს. დღეს "ქართული ოცნების" მიერ შემობრუნებული რუსული კანონის წინააღმდეგ მეორე ბრძოლის პირველი დღე იყო. სტუდენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, 
საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პარლამენტის შენობასთან იდგნენ და ხმამაღლა უმეორებდნენ ხელისუფლებას, რომ საქართველოში კრემლის წესებით არავინ იცხოვრებს. 

პარლამენტის შიგნით კი "ქართული ოცნება" ჯიუტად აგრძელებს პროცესს. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მმართველმა პარტიამ ბიუროს სხდომაზე რუსული კანნი დაარეგისტრირა და მისი პირველი განხილვის თარიღიც დანიშნა. არც შენობის გარეთ მყოფი მოქალაქეების და არც პოლიტიკური ოპონენტების არგუმენტების მოსმენა ივანიშვილის კლანში არ უნდათ. ხელისუფლების ერთადერთ მოკავშირედ ამ პროცესში ძალოვანები რჩებიან, რომლებსაც დღეს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ გადაკეტილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი