"ოცნება" საკუთარი ხალხის წინააღმდეგ | რუსული კანონი ბიუროზე დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. "ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე პოლიტიკური თაღლითობით პარლამენტში წარადგინა და დაარეგისტრირა რუსული კანონი, რომელიც სახელისუფლებო პარტიისთვის ძალაუფლების შენარჩუნების დამატებითი გარანტია უნდა გახდეს. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს რეეპრესიები და ყველა ის მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია მოაქციოს მარწუხებში, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავს და იმ ხალხს ეხმარება, რომელთა უფლებებიც ილახება ქვეყანაში. ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე აამოქმედა სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი აკრედიტაციის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ დაუშვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი