რუსეთში საწვავის დეფიციტია | კრემლი დახმარებას ყაზახეთს სთხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ყაზახეთს 100 000 ტონა საწვავის მიწოდებისთვის მომზადება სთხოვა. რუსეთისთვის რეზერვების გამოყენების შესახებ შეთანხმება უკვე დადებულია. საწვავის მიწოდებაში დახმარებაზე ბელარუსიც დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, პირველი მარტიდან საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "ვითარება საწვავის შიდა ბაზრებზე სტაბილურია და რეზერვები საკმაოდ დიდია."

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად სულ მცირე რუსეთის პირველადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 14% დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი