ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ისევ ჩაიშალა | ფრაქცია "ახალის" დარეგისტრირების შემდეგ, სხდომაზე ენმ-სა და "ოცნების" წევრები არ გამოცხადდნენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ისევ ჩაიშალა. პარასკევის შემდგე ქვორუმი ვერც დღეს შედგა. სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ფრაქცია "ახალის" თქმით, ეს მას შემდეგ ხდება, რაც საკრებულოში "ახალი" ფრაქციის სახით ოფიციალურად დარეგისტრირდა.

მათივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება სხდომაზე არ დასწრების შესახებ ბადებს ეჭვს, რომ ფრაქციები შეთანხმებულად მოქმედებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან უმრავლესობას უკვე სწორედ პარტია "ახალის" დეპუტატები წარმოადგენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი