
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა და ქვეყნის ლიდერ სი ძინ პინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი, შტეფენ ჰებეშტრაიტი ავრცელებს.
სამდღიანი ვიზიტი 14 აპრილს დაიწყება. ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს განიხილავს. ჰებეშტრაიტის ინფორმაციით, პეკინში მოგზაურობის დასასრულს 16 აპრილს, შოლცი ჩინეთის პრემიერმინისტრსაც შეხვდება. შოლცთან ერთად ჩინეთში მინისტრთა სამეული და გერმანიის სამრეწველო დელეგაციაც გაემგზავრება.
2022 წლის შემდეგ, ეს ოლაფ შოლცის მეორე ვიზიტი იქნება ჩინეთში.