საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად | საელჩო

გამოქვეყნდა:

საქართველოში საფრანგეთის საელჩო, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ დგანან ქართველების გვერდით, დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.

"საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად", - წერია საელჩოს განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი