„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - დღეს 6 საათზე თავისუფლების მარშია - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობები, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან.
მსვლელობა 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდება. იქ, სადაც 35 წლის წინ, 9 აპრილს ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული ტანკები გამოიყვანეს, ახლა კი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსული კანონი გამოაქვს