"აშშ და EU ჩვენი მეგობარია, მაგრამ..." | "ოცნების" მაღალჩინოსნების რუსული პროპაგანდა შიდა ქართლში

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მისაღებად კი ქართული ოცნება აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს სოციალური ქსელებში. შეცდომაში შემყვანი ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. მათ შორის, რუსული კანონის პროპაგანდისტულ მხარდაჭერას  აქტიურად ცდილობენ იმ რეგიონშიც,  რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული. 

"ჯერ ერთი, არ ვთვლი, რომ რუსული კანონია. მერე მეორე, გამჭვირვალეობა ყველასთვის საჭიროა. თანხა რაც იხარჯება, რაც შემოდის, ეს ხომ უნდა იყოს დეკლარირებული?!... ვიზიარებ ამ კანონის ინიცირებას და მიღებას"  - ლევან ხარაბაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი. 

"სიცრუის ტირაჟირებაში" მედიას ადანაშაულებს გიორგი სოსიაშვილი, გორი-კასპის მაჟორიტარი:

"ქართული ოცნების წარმომადგენელი ვარ, პარლამენტის წევრი ვარ და აბა მთავარი არხის სიცრუეს ხო არ გავაზიარებ?! - ამბობს სოსიაშვილი სოციალურ ქსელში იმ "ქარდების" გავრცელებაზე, რომელიც "მეტამ" დეზინფორმაციად მონიშნა. 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით, და ევროპისა და დასავლეთის მეგობრობაში ეჭვი შეაქვს. კითხვაზე ვინ არის მტერი, ასე პასუხობს: "მტერი არის ვინც საქართველოს ცუდს გაუკეთებს", ხოლო შეკითხვაზე, არის თუ არა ჩვენი მეგობარი აშშ და ევროკავშირი, რაზმაძეს ასეთი პასუხი აქვს: - "არის მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებენ ჩვენთან ურთიერთობაში".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი