თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა ერთი თვით გადაიდო

გამოქვეყნდა:

თეატრები და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის გადადების მიზეზი  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა.

შეგახსენებთ, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

9 სექტემბრის  მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1773
  • გამოჯანმრთელებულია - 1325
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი