კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დაფიქსირდა. ინფორმაცია "მთავარ არხს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

მათი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2700 PCR კვლევა ჩატარდა.

შეგახსენებთ, აჭარის რეგიონი წითელი ზონა გახდა. თავდაპირველად კორონავირუსის შემთხვევების ზრდა "დონას" კლასტერმა გამოიწვია. საკონდიტრო "დონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროიდან ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

6 სექტემბერს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ  "დონას" კლასტერიდან ინფიცირებულთა გამოვლენა გართულდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1773
  • გამოჯანმრთელებულია - 1325
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი