"მთავარ არხს" დაბადების დღეზე უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დახურვას, ხოლო მამუკა მდინარაძე კი "მარწუხებისგან გათავისუფლებას" უსურვებს.
გუნდი, რომელმაც სწორედ სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მდინარაძის აზრით წნეხის ქვეშაა - საქართველოში ყველა თავისუფალია თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტების გარდა.
ტრადიციულად უმრავლესობის წევრების პოზიციაზეა ოპოზიციური "პატრიოტთა ალიანსი". ადა მარშანია დაბადების დღეს არ გვილოცავს და ამბობს, რომ ჩვენნაირი ტელევიზია "არ უნდა არსებობდეს".
"მათიკაშვილის "კეთილი სურვილები" კი დამოკიდებელი და კრიოტიკული ტელევიზიის დახურვაა - "არც დაბადების დღეს მოგილოცავთ და თუ დაიხურებით იმაზეც თანახმა ვარ" - ამბობ მათიკაშვილი.