"მთავარი არხი" დღეს იუბილარია - ზუსტად ერთი წლის წინ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ჯგუფმა საკუთარ თავს დაუსახა წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა და 9 სექტემბერს ეთერში პირველად გაიყვანა მთავარი საინფორმაციო გამოშვება.
მიუხედავად ტექნიკური თუ ფინანსური დაბრკოლებებისა, ჩვენმა გუნდმა უმოკლეს დროში მოიპოვა მაყურებლის ნდობა და სიყვარული. ჩვენ ეს შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში "მთავარს" ღიად და დაუფარავად ებრძოდა ხელისუფლება.
პოლიტიკოსები "მთავარ არხს" 1 წლის იუბილეს ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ ჩვენმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
წარმოუდგენელია ამ მოკლე დროში ესეთი ხარისხის მიღწევა. უამრავ ადამიანს აქვს თქვენი იმედი. ეს არის მთელი თქვენი არხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და უკეთესი ქვეყნისთვის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი ყურადღებას სიტყვის თავისუფლებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ სულ მალე ქვეყანაში ცენზურის საფრთხე გაქრება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში აღარ დაისმება ეს კითხვა - იქნება თუ არა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლება. მე ვუსურვებ "მთავარ არხს" და მთლიანად მედიას, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რომ ჩვენ, არჩევნების შემდეგ, იმ ცვლილებებისთვის მიგვეღწიოს, რომ ეს საკითხი მოხსნილი იყოს დღის წესრიგიდან, - განმარტავს ბოკერია.