სი ძინპინი მაისის დასაწყისში საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მაისის დასაწყისში საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერი საფრანგეთში 5 მაისს ორი დღით ჩავა, შემდეგ კი ბელგრადსა და ბუდაპეშტს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი უნგრეთს უკანასკნელად 2009 წელს ეწვია. უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა შარშან, პეკინში გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი