რუსეთის მიერ გაშვებული 17 "შაჰიდიდან" 14 ჩამოვაგდეთ, განადგურდა ორი რაკეტა | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 17  "შაჰიდის" ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 14 დრონი და ორი Х-59-ს ტიპის რაკეტა გაანადგურეს.

"შეტევა მოიგერიეს უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და  თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა. მათ  ნიკოლაევისა და ოდესის ოლქში სულ 14 "შაჰედი" ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, 9 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, განადგურდა ორი Х-59 მართვადი საჰაერო რაკეტა, რომელიც მტერმა ოდესაზე თავდასხმისთვის გამოიყენა ", - წერს უწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი