წელს "თბილისობა" არ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

წელს "თბილისობა" არ ჩატარდება. მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. თბილისის მერის განცხადებით,  ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება:

არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები იქნა გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში” -  ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, „თბილისობა” ტრადიციულად, ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას იმართება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი