"რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, აშშ-ს აქვს სრული უფლება თვითონ გადაწყვიტოს ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისთვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არ მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისათვის. [...] ჰელსინკის ეს გამონათქვამი, სულ მცირე არის სულ მცირე არის გაუთვითცნობიერებლობა და სირცხვილია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი რეპუტაციის მოქონე ქვეყანა ელემენტარულად არ კითხულობს, GOOGLE-ს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს და ქართული ტექსტის თარგმანი ძალიან თავისუფლად შეუძლია.
თქვა რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.