გაუხმაურებელი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან | უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების სამსახურმა"  საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა - „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი.

როგორც ირკვევა, გოჩა ასოშვილი 5 აპრილს ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც გატაცებასა და არც გათავისუფლებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი