კანონის შესაბამისად დაჯარიმდება ორივე მხარე | კალაძე ბანერებზე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე დედაქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზე აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, "როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", მერიას ნებართვა არ გაუცია და კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან.

„მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, - ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "ოცნების" წევრებსა და მათ პროპაგანდისტებს ფეისბუქმა რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები დეზინფორმაციად მოუნიშნა, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ბანერები უკვე ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი