საპარლამენტო ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონების კანონიერების შესწავლას ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დეპუტატებმა ხელმოწერები უკვე შეაგროვეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ყოფილ პრემიერთან აქვთ.
"დღეს პარლამენტის ხელმძღვანელობა, პაპუაშვილი და ასე შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" ხვდებიან ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. შეგროვებული გვაქვს საკმარისი ხელმოწერები. სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არიან თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისაუბრონ კორუფციის პრობლემებზე, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა იწყება მათთან უახლოეს საათებში. გვინდა მათ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე, ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დაიწყოს პარლამენტში საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შექიმას", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
მისი განცხადებით, ჯერი "ოცნებაზეა", თუ რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე.