"ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი" | "ლელოს" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ქართველი ახალგაზრდების  დაცვის აქტი - "ლელო" ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის ინფორმაციით, რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, უკონტროლოდ შემოედინება ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკებით ვაჭრობენ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები. 

პოლიტიკური ძალა ქვეყანაში  შექმნილ  ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"ლელოს" საკანონმდებლო აქტი სამ მთავარ ინიციატივას მოიცავს.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ლელო" გამოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც მიზნად ისახავს ნარკომანიისა და მასთან დაკავშირებული კორუფციის, ეპიდემიის დასრულებას - ესაა "ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი".

აქტი მოიცავს 3 ძირითად პუნქტს :

პირველ რიგში, ჩვენ დავიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების მწარმოებლების, მოვაჭრეების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, რომლებიც ხელს აფარებს დანაშაულს.

განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობას და კონტროლს დავუწესებთ ყველა თანამდებობის პირს ნარკოდამოკიდებულების საკითხზე. 

ნარკომომხმარებლების სასტიკად დასჯისა და მათი ბედით ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად - ანუ იმ ადამიანების, ვინც მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ავრცელებს მათ და არის რთულ ვითარებაში, რადგან ვერ ანებებს თავს ამ სენს, ჩვენ ვიქნებით შემწყნარებლები. ჩვენ მოვახდენთ ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას და მთელს ძალისხმევას მივმართავთ რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე" - ამბობს მამუკა ხაზარაძე 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი