კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა და ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი | დანიგანი

გამოქვეყნდა:

"როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ" - ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. 

მან მედიასთან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

"როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის", - ამბობს დანიგანი.

ელჩმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს, მან თქვა, რომ წლების განმავლობაში მისმა ქვეყანამ 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან "მეგობრებს სურთ, რომ თავიანთი მეგობრები იყვნენ უფრო ძლიერები" და აშშ სწორედ ამას აკეთებს.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესა, სასაზღვრო დაცვას, საავადმყოფოებისა და სკოლების რემონტს, ექიმებისა და მასწავლებლების ტრენინგებს, შეიქმნა ცენტრები სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მცირე ბიზნესის დახმარებას, პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ათასობით ქართველის გაცვლით პროგრამით აშშ-ში წასვლას.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული, ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას, ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურად იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროკავშირის პარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები და კანონმდებლები და მათაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე", - ამბობს ელჩი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი