ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მის თანაშემწეს ლაშა ცანავას დაკავებას უპირებენ:
"ჩემს თანაშემწეს, პარლამენტში, ლაშა ცანავას ხელისუფლება დღეს, 17:00 საათზე აკავებს... 2009 წელს რაღაც "დააშავეო" და 2024 წელს იჭერს ... გარდა თანამშრომლისა ლაშა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ნდობით აღჭურვილი ადამიანია.
ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის გაჭირვებაზე, ემიგრაციაზე, ფასების ზრდაზე - ასე "ებრძვიან" პრობლემებს ..." წერს ლევან ხაბეიშვილი.
ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია და რას ედავებიან ცანავას, უცნობია.