
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ "ნოვას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ინფიცირებული მოლარე იყო და ბევრ ადამიანთან ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის, "ნოვა" დაკეტილია და ადგილზე არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება.
შეგახსენებთ, აჭარის რეგიონი წითელი ზონა გახდა. თავდაპირველად კორონავირუსის შემთხვევების ზრდა "დონას" კლასტერმა გამოიწვია. საკონდიტრო "დონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროიდან ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე