კომპანია „X2“-ის დირექტორს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ კომპანია „X2“-ის ოფისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი