კომპანია X2-ის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს | სოფია მეფარიშვილის ბრალდება ვალერიან კირკიტაძეს და კომპანიის პასუხი

გამოქვეყნდა:

დეველოპერი ბიზნესმენი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. X2-ის დამფუძნებელი, ვალერიან კირკიტაძე ქალზე ძალადობის ბრალდებით ბრალის წარდგენას ელოდება. ამ ინციდენტის ვიდეო-კადრები სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებელმა ნახა. კონფლიქტის მიზეზი კი კომპანიის მიერ აშენებული კორპუსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი გახდა. რამდენიმე დღით ადრე დაზარალებული ქალი და მისი დედა ახალ-აშენებული შენობის ლიფტში რამდენიმე საათით იყვნენ ბლოკირებული და მათი გამოყვანა მხოლოდ მაშველებმა შეძლეს. სავარაუდო მოძლადეს მსხვერპლი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მცდელობაშიც ადანაშულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი