საზოგადოება "რუსული კანონის" წინააღმდეგ | პროტესტის ხმა და პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს. პროტესტი სულ უფრო მასშტაბური ხდება. ოლიგარქის პარტიის ცინიკურმა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელმა გადაწყვეტილებამ ისევ საზოგადოების უპრეცენდენტო კონსოლიდირება განაპირობა. პროტესტის ხმა ისმის სცენიდან, საფეხბურთო მოედნიდან, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი სივრცეებიდან. ქართველი ხალხი "ოცნების" მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ დაუშვებს, რადგან საქართველოს ერთადერთი არჩევანი ევროპული ოჯახია.

რუსული კანონის მიღების საფრთხემ კვლავ ქუჩაში გამოიყვანა სხვადასხვა პროფესიის და მისწრაფების ადამიანი. "ოცნების" ხელისუფლების განაცხადის შემდეგ მკაფიო იყო ქართველი ხალხის პასუხიც. პროტესტს უერთდება ყველა და ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა არ დარჩება რეაგირების გარეშე. თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები ისევ იდგებიან იქ, სადაც ყოველოლთვის წყდებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი