15 აპრილს, "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 09:00 საათზე დაიწყება | მზადება მასშტაბური პროტესტისთვის

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტის კონსოლიდირება 15 აპრილს მოხდება. სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, აქტივისტები - ყველა ვინც კრემლის გეგმას ეწინააღმდეგება, ორშაბათს დილით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. სწორედ ამ დღეს გეგმავს "ქართული ოცნება" რუსული კანონის განხილვის დაწყებას იურიდიულ კომიტეტში. სამოქალაქო აქტივისტები შენობის გარეთ სირცხვილის დერეფნებს მოაწყობენ. ოპოზიცია, პარლამენტის შენობაში, განხილვის ჩაშლას შეეცდება. მედია, რა თქმა უნდა, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

და საგანგებო რეჟიმზე გადადის "ქართული ოცნებაც" - უკვე ცნობილია, რომ შეშინებული ხელისუფლება პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრების გამაგრებას და სპეცრაზმების მობილიზებას გეგმავს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი