იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, ოთხი კი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. აფეთქება 9 აპრილს წყალქვეშა ქარხანაში სუვიანას ტბაზე, ქალაქ ბოლონიიდან 70 კილომეტრში მოხდა.

მაშველების თქმით, აფეთქება წყლის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე მოხდა. რთული პირობების გამო კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იპოვონ.

იტალიური მედიის ცნობით, დაღუპულები 36-დან 73 წლამდე პირები არიან. დაშავებულები მძიმე დამწვრობებით, ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ორი კაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

აფეთქების მიზეზი უცნობია. ქალაქის მთავარი პროკურორის, ჯუზეპე ამატოს განცხადებით, გამოძიება დაკარგულების პოვნის შემდეგ დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი