საზოგადოების პროტესტს "ქართული ოცნება" ე.წ. ზონდერ ჯგუფებს უპირისპირებს. დღეს, თბილისის ქუჩებში საკუთარი პოზიციის ღიად დასაფიქსირებლად გამოსულ სტუდენტებს, "ქართული ოცნების" პარტაქტივი დახვდა. ახალგაზრდები ახალგაზრდების წინააღმდეგ. პარტიული ჩატიდან მიღებულ დირექტივებს, როგორ უნდა დაეცვათ პროპაგანდისტული ბანერები მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმოადგენლები ზედმიწევნით ასრულებდნენ, რის გამოც ვითარება დედაქალაქში არაერთხელ დაიძაბა.