
ზუგდიდის საკრებულოში პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. ფრაქცია "ახალი" "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" გარიგებაში ადანაშაულებს. დღეს სხდომა საკრებულოში ისევ ჩაიშალა და მიზეზი კვლავ კვორუმის არარსებობაან. ყოფილი თანაგუნდელები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებს მოუწოდებენ, ღიად დააფიქსირონ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მოსალოდნელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარიგება ზუგდიდის საკრებულოში.
ფრაქცია "ახალის" წევრები არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წვერების წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ, თუმცა ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება.
ავტორი: ემა გოგოხია