
ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა. ირკვევა, რომ პაქტი ათ კანონს აერთიანებს. ცნობილია, რომ ახალი წესები ძალაში 2026 წლიდან შევა.
მათ შორისაა კანონი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მიგრანტები, პიროვნების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებს, რაც სახისა და თითის ანაბეჭდების ბიომეტრიულ მონაცემსაც მოიცავს, შვიდი დღის განმავლობაში გაივლიან.
მედია წერს, რომ პროცედურის მიზანია, განისაზღვროს, რომელმა მიგრანტმა უნდა გაიაროს დაჩქარებული/სტანდარტული პროცედურა თავშესაფრის მინიჭებისთვის და ვინ უნდა გაიგზავნოს უკან, საკუთარ/ტრანზიტულ ქვეყანაში.
მედიის ცნობითვე, აღნიშნული რეფორმების მიზანი საიმიგრაციო წესების გამკაცრება და ბლოკის ფარგლებში უკანონო მიგრაციის შემცირებაა.