ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში ცესკოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პროცესს ბოიკოტს უცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 

ლევან შენგელია ამბობს, რომ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც სოლიდარობას უცხადებს არასამთავრო ორგანიზაციებს და ვიდრე რუსულ კანონთან დაკავშირებით არ იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, აზრი არ აქვს განხილვის პროცესში მონაწილეობას. 

"ამ შემთხვევის მე, როგორც კომისიაში  წევრი პრეზიდენტის წარმომადგენელი ასევე ვაჩერებ  ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს გვინდა, რომ  აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური,  იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს,  რომლებიც წარმოადგენენ ამ საზოგადოებას" - ამბობს ლევან შენგელია 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი კომისია დღეს,  4 წევრს გაესაუბრება - მათ შორის, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც "ოცნების" ნდობით აღჭურვილი პირია.

კომისიამ გასაუბრება უკვე ჩაატარა ლუხუმ ბურჯალიანთან და მაია ზარიძესთან .


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი