"დარწმუნებული ვარ ამ კანონების დაინიცირების შემდეგ (იგულისხმება მათ შორის რუსული კანონი) კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი რეიტინგები გაზრდილი და სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ვამბობ, რომ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახლა თუ არ დაგვიჭერენ მხარს, ყველა შემთხვევაში ჩვენ მას მივიღებთ, მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ რომ პასუხს ვერ გვცემენ ჩვენი ოპონენტები, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა ყველა შემთხვევაში ჩვენ მას საკონსტიტუციო უმრავლესობით მივიღებთ შემდეგ პარლამენტში".
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და მაგალითად ასახელებს სიძულვილის კანონს.