
ენერგეტიკული კომპანია Centrenergo-ს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ანდრეი გოტას ინფორმაციით, რუსული დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა კიევის რეგიონში ყველაზე დიდი, ტრიპილიას თბოელექტროსადგური. მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც დაბომბვის დროს ადგილზე იმყოფებოდა, ცოცხალია.
გოტას თქმით, დარტყმებმა ძლიერი ხანძარიც გამოიწვია, რომელსაც ახლა სახანძრო სამსახურები აქრობენ.
როგორც სააგენტო Interfax-Ukraine იტყობინება, Centrenergo-მ დაკარგა ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 100%.
იხილეთ: