ზუგდიდის საკრებულოში სხდომა მეოთხედ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა მეოთხედაც ჩაიშალა. მიზეზი ისევ ქვორუმის არარსებობაა. "ენმ"-ისა და "ოცნების" წევრები სხდომას არ ესწრებიან, რასაც ახლადშექმნილი ფრაქცია "ახალი" მათი შეთანხმებითა და საერთო ინტერესებით ხსნის. როგორც ისინი ამბობენ, "ქართული ოცნების" მიზანია ზუგდიდის საკრებულო აღარ იყოს ოპოზიციური და ყველა საკვანძო თანამდებობა მათი წარმომადგენლებით ჩანაცვლდეს, რაშიც "ახალის" წევრების თქმით, ოცნებას ენმ-ც ეხმარება, რადგან სახელისუფლებო პარტიას მხოლოდ თავის ხმები არ ჰყოფნის. 

ენმ-ში კი ამბობენ რომ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" სახელი უკანონოდ გადაარქვეს და მის დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, "ენმ"-დან წასულებმა ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შექმნეს.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი