საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გამოითხოვა, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მიმართა აშშ-ს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.
თუმცა, როგორც პროკურატურა განმარტავს, დასახელებული კომპანიების ნაწილს, ასევე აშშ-სა და ევროპოლის შესაბამის სამსახურებს, გამოძიებისთვის საინტერესო დროის და ტერიტორიის ფოტოები არ აქვთ:
ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
ბაჩალიაშვილების საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას, რომელიც ადვოკატის თქმით, სატელიტიდან არის გადაღებული და საკუთარი წყაროებით მოიპოვა, საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ფოტოებს ექსპერტიზა ჩაუტარდება