ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" სამთავრობო პროპაგანდის მხარდასაჭერად, სულ უფრო ხშირად იყენებს საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირებს. ბოლო ასეთი კამპანია რუსულ კანონს უკავშირდება. მმართველი პარტია ღიად მოუწოდებს და ფარულად აიძულებს საჯარო მოხელეებს, სოციალურ ქსელში და ყველა სხვა საჯარო სივრცეში გამოხატონ მხარდაჭერა კანონის მიმართ. უფრო მეტიც, ამ კამპანიაში "ქართული ოცნება" ბოტებს და ტროლებსაც იყენებს, თუმცა ეფექტი საპირისპიროა. დეზინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელები ავტომატურად ბლოკავენ, საჯარო მოხელეების პროპაგანდაში ჩართვით კი მმართველი პარტია კანონს არღვევს.