
"ქართული ოცნების" რუსული გზა. მმართველი პარტია ფაქტობრივადდ კრემლის რეჟიმის ნაბიჯებს იმეორებს და ანალოგიური შედეგის მიღებას ცდილობს. 12 წლის წინ ე.წ. "აგენტების შესახებ" კანონის დამტკიცებამ უდიდესი გავლენა მოახდინა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიზისზე და საბოლოოდ ავტორიტარიზმის დამყარებას შეუწყო ხელი. სწორედ ამ კანონის მიღებით ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გააქრო თავისუფალი სიტყვა და გაანადგურა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა. კანონი, რომლითაც რუსეთში პუტინის დიქტატურა დამყარდა, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტშია და "ქართული ოცნება" მის მიღებას ცდილობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი