საზოგადოების ხმა ხელისუფლებას | ახალი საპროტესტო ტალღა რუსული კანონის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ახალი ტალღა რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობაში. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი საჯაროდ აფიქსირებს უარყოფით დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" გეგმისადმი. ფაქტია, რომ ქართველ ხალხს არ სურს კრემლის წესებით ცხოვრება. პროტესტი უკვე იმდენად მასშტაბურია, რომ აშკარაა - ქართველი ხალხი უკრძალავს მმართველ პარტიას რუსული კანონის მიღებას.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ხალხის ნების იგნორირებას ცდილობს. "ქართულმა ოცნებამ" პროტესტის მიუხედავად კანონის მიღების თარიღი გამოაცხადა და მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისგან თავის შეკავებაც ურჩია. მამუკა მდინარაძე, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად რუსული კანონით ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობს, დღეს ხელოვანებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ურჩევდა არ ჩაერთონ პოლიტიკაში.

ავტორი: დავით კობიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი