"ატირებული პატარძლები" - ივენთ მენეჯერები ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ხვალიდან კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო ყველანაირი ღონისძიების ჩატარება იკრძალება. დაწესებულ აკრძალვებს ივენთ მენეჯერები აპროტესტებენ. 

ღონისძიებებს წინ უძღვის ისეთი ხარჯები, რასაც ვერავინ ანაზღაურებს. მე თუ ეს მეკრძალება, წინასაარჩევნო პროცესი რომ არის მაგათაც აეკრძალებათ?-ამბობს ივენთ მენეჯერი თაკო დოლაბერიძე.

 ივენთ მენეჯერები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მათ წინასწარ არ მიაწოდეს ინფორმაცია აკრძალვების შესახებ, რის გამოც ისინი ფინანსურად ზარალდებიან. 

ჩვეულებრივად ატირებული პატარძლები არიან, უსაქმოდ და უხელფასოდ დარჩენილები,გართობის ელემენტებს ვინც გვთავაზობდა, ყველას გვესმის დღევანდელი  მდგომარეობა, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო სხვანაირად- ამბობს -მაკა ყუბუსიძე ივენთ მენეჯერი

ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან 200-ზე მეტი ადამიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას ვეღარ დაესწრება.კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან 200-ზე მეტი ადამიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას ვეღარ დაესწრება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

საკოორდინაციო საბჭომ თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, 1 ნოემბრამდე გადადო. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ წელს არც "თბილისობა" ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1773
  • გამოჯანმრთელებულია - 1325
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი