ხვალიდან, 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ღონისძიებები აიკრძალა

გამოქვეყნდა:

10 სექტემბრიდან 200-ზე მეტი ადამიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას ვეღარ დაესწრება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ რეგულაციების შეუსრულებლობა სანქციებს გამოიწვევს.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა“, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, აკრძალვები არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას, თუმცა აუცილებელია წესების დაცვა - 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადეების ტარება:

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები - ამბობს მეზვრიშვილი

საკოორდინაციო საბჭომ თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, 1 ნოემბრამდე გადადო. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ წელს არც "თბილისობა" ჩატარდება.

მეზვრიშვილის თქმით, სოციალურ დისტანციასა და პირბადის მოხმარებას მკაცრად გააკონტროლებენ შესაბამისი უწყებები. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

9 სექტემბრის  მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1773
  • გამოჯანმრთელებულია - 1325
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი